|
2023-03-22 09:53:26, 1376 ნახვა
რეგიონი
ქედაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, მაჟორიტარი ლევან ვერძაძე და წარმომადგენელი რეზი ვარშანიძე მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელი ზუნდაგის, ქვედა და ზედა ბზუბზუს მოსახლეობას შეხვდა. მოსახლეობას პარალელურად სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ხვდებიან. "შეხვედრების მიზანია მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ მოსახლეობამ პრიორიტეტების მიხედვით თავად აირჩიოს საკუთარ სოფელში განსახორციელებელი პროექტები. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში შეხვედრები 20 მარტს დაიწყო და 23 მარტს დასრულდება. პროგრამის ბიუჯეტი 750 000 ლარს შეადგენს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)