21:34 - 26 May, 2026
|
2023-03-21 19:40:17, 1383 ნახვა
ომი უკრაინაში
იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა უკრაინის ქალაქ ბუჩას ეწვია
ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოფიციალური ვიზიტით მყოფი იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა უკრაინის ქალაქ ბუჩას ეწვია. ვიზიტის დროს მან დაათვალიერა ქალაქი ბუჩა, სადაც, გასულ წელს 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა რუსული ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, რის გამოც ქალაქი რუსული სისასტიკის სინონიმი გახდა. კიშიდამ განაცხადა, რომ ის დიდ ბრაზს გრძნობს ჩადენილი სისასტიკის გამო და დასძინა, რომ იაპონია გააგრძელებს ძალისხმევას მშვიდობის აღსადგენად. "მსოფლიო შოკში ჩავარდა, როცა დაინახა, რომ ერთი წლის წინ ბუჩაში უდანაშაულო მოქალაქეები მოკლეს. ამ ადგილის მონახულების შემდეგ ნამდვილად დიდ ბრაზს ვგრძნობ ამ სისასტიკისთვის. იაპონია გააგრძელებს ძალისხმევას მშვიდობის აღსადგენად", - განაცხადა კიშიდამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)