|
2023-03-21 09:07:45, 1440 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - პარტნიორების წრე, რომელიც მზად არის რუსეთის დასასჯელად იმუშაოს, ფართოვდება
პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან ერთად იმუშაონ იმისთვის, რომ რუსეთი დაისაჯოს ფართოვდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში თქვა, უკრაინისა და მისი პარტნიორების ერთობლივი მუშაობა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პერსპექტივას "სულ უფრო რეალურს ხდის". „პარტნიორების წრე, რომლებიც მზად არიან, ერთად იმუშაონ, რომ რუსეთი დაისაჯოს აგრესიისთვის, გარდაუვალად ფართოვდება და დასჯის პერსპექტივას სულს უფრო რეალურს ხდის. არ არის საკმარისი მხოლოდ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. ასევე,საჭიროა, სამართლიანი და კანონიერი სასჯელი ყველაზე თავდაპირველი დანაშაულისთვის, რომელმაც შვა ამ ომის ყველა სხვა დანაშაული. ამას უზრუნველყოფს სპეციალური ტრიბუნალი. ყოველდღე ჩვენ მის შექმნას ვაახლოებთ",- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)