22:25 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-18 18:15:55, 1639 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - დაკავების ორდერი მხოლოდ დასაწყისია, ტრიბუნალი, განაჩენი და სასჯელი ახლოვდება

მახინჯი დუეტის დაკავების ორდერი მხოლოდ დასაწყისია, ტრიბუნალი, განაჩენი და სასჯელი ახლოვდება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ჰააგის სასამართლოს მიერ, პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერების გაცემის საკითხს.

მისივე თქმით, უკრაინა დიდიხანია აფიქსირებს რუსეთის სახმედრო დანაშაულებს, აქედან გამომდინარე ყველა ადამიანი, რომელსაც ბრალი მიუძღვის დანაშაულებზე უნდა იქნას პასუხისმგებელი.

"ყველა დამნაშავე უნდა იყოს პასუხისმგებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვების დეპორტაციაში მონაწილეობს უმაღლესი თანამდებობის პირი. ჩვენ დიდი ხანია ვაფიქსირებთ რუსეთის სამხედრო დანაშაულებს. მახინჯი დუეტის დაკავების ორდერი მხოლოდ დასაწყისია. ტრიბუნალი, განაჩენი და სასჯელი ახლოვდება", - წერს რეზნიკოვი.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics