|
2023-03-18 15:17:53, 1542 ნახვა
ომი უკრაინაში
დანილოვი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ეს რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს
საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადაწყვტილება რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისივე თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი და მარია ლვოვა-ბელოვა რომის სტატუტის წევრი 123 ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვდებიან, მათ დააკავებენ და ეს იქნება რუსეთისთვის სრული კატასტროფა. "თუ ვლადიმერ პუტინი და მარია ლვოვა-ბელოვა რომის სტატუტის წევრი 123 ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვდებიან, მათ დააკავებენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთი რომის სტატუტის წევრი იყო, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოახდინა და 2016 წელს ამ შეთანხმებიდან გავიდა. რუსეთის გადაწყვტილებაზე გავლენა ყირიმის ანექსიამ მოახდინა. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადაწყვტილება რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. ეს იქნება კატასტროფა როგორც გეოპოლიტიკური, პოლიტიკური და სოციალური კუთხით. ასევე მძიმე შედგები დადგა თავად პუტინისთვის. ეს მოხდება უახლოეს მომავალში. ეს დასაწყისია. ის შავი გედები რომლებიც რუსეთში შეფრინდებიან სამუდამოდ რუსეთშივე დარჩებიან", - განაცხადა დანილოვმა. შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)