|
2023-03-18 11:30:29, 1525 ნახვა
ომი უკრაინაში
ლანდსბერგისი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ყველაფერი დასრულდება მაშინ, როდესაც დამნაშავეები დაისჯებიან
ისტორია იქმნება. პუტინის დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისთვის ქმნის ახალ პრეცედენტებს, - ასე გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ამბავი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ომის ყველა დანაშაულსა და აგრესიას გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან. "ისტორია იქმნება. პუტინის დაკავების ორდერი უკრაინელი ბავშვების დეპორტაციისთვის ქმნის ახალ პრეცედენტებს. თუმცა,ამბავი დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ომის ყველა დანაშაულსა და აგრესიას გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან", - წერს ლანდსბერგისი შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)