|
2023-03-17 16:28:33, 1306 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ავდიევკაში საცხოვრებელი კორპუსი KH-59-ის რაკეტებით დაბომბეს
რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონის ქალაქ ავდიევკაში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი ბარაბაში ავრცელებს. მისივე თქმით, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ცნობები ამ დრომდე არ ვრცელდება. "რუსებმა ავდიევკაში საცხოვრებელი კორპუსი კიდევ ერთხელ დაბომბეს. პუტინის შ@კალებმა KH-59-ის რაკეტით დაარტყეს მაღალსართულიან კორპუსს, სადაც ჯერ კიდევ ხალხი ცხოვრობდა... ფოტოში - დაბომბვის შედეგები ჩანს. დაზარალებულთა შესახებ ინფორმაციას ვიგებთ. ამ ომის დამნაშავეებს გამართლება არ აქვს. ყველა მათგანი აუცილებლად მიიღებს სამართლიან სასჯელს. ყოველივე ამის შემდეგ, თითოეული დაბომბვისა და ყოველი ასეთი დანაშაულის უკან არის კონკრეტული სახელები",- წერს ვიტალი ბარაბაში Telegram-ზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)