|
2023-03-17 16:22:58, 1459 ნახვა
რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს 2023 წლის პირველი სხდომა გაიმართა, რომელსაც საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ხარაძე უძღვებოდა. ქედის მერიის ცნობით, საბჭომ დღის წესრიგით გათვალისწინებული 2 საკითხი განიხილა: გენდერული თანასწორობის საბჭოს პერსონალური შემადგენლობის ფორმირება და 2023 წლის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებულ დასახლებათა საერთო კრებებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობა და უზრუნველყოფა. "გენდერული საბჭოს შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა, კერძოდ დაემატა ორი ახალი წევრი: ფრაქცია ,,ქართული ოცნების თავმჯდომარე ლევან ვერძაძე და ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერული თანასწორობის საკითხებში მირანდა ფარტენაძე. წევრებმა ხაზი გაუსვეს მიმდინარე წლის "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" გათვალისწინებულ დასახლებათა საერთო კრებებში ქალთა ჩართულობის აუცილებლობაზე", - ნათქვამია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)