|
2023-03-16 18:20:12, 1566 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის დაზვერვა - რუსეთში საბრძოლო მასალის დეფიციტია და მასალის მიღებაზე ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს
რუსეთში საბრძოლო მასალის დეფიციტი დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვას აქვს დოკუმენტი, სადაც ნათლად ჩანს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ აფრიკის კონტინენტისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა დაიწყო, ვინაიდან რუსეთს აქვს განზრახვა, რომ რაც შეიძლება მეტი იარაღი მიიღოს, ვინაიდან მათი საბრძოლო მასალის რესურსი ფაქტობრივად ამოწურულია. "სამხედრო დაზვერვას აქვს დოკუმენტები რუსეთის ხელისუფლების თანამშრომლობისა და განზრახვების შესახებ საბრძოლო მასალის, რაკეტების, სხვა აღჭურვილობისა და იარაღის შეძენასთან დაკავშირებით. ეს გამოწვეულია იმით, რომ რუსეთში დაიწყო საბრძოლო მასალის დეფიციტი. ვიცით, რომ ისინი აქტიურად მუშაობენ ირანთან. მოლაპარაკებები მიანმართან, აფრიკის კონტინენტის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან მიმდინარეობს. მათ გაგზავნეს თავიანთი დელეგაციები - თავდაცვის სამინისტრო, საგარეო დაზვერვის სამსახური და სხვა უწყებები, რომ მიიღონ რაც შეიძლება მეტი საბრძოლო მასალა და სხვა იარაღი“, - განაცხადა სკიბიცკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)