22:29 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 20:57:57, 1605 ნახვა

ომი უკრაინაში
ლატვიის პრემიერი - საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, უკრაინა უსაფრთხოების ყველა გარანტიით უნდა გახდეს NATO-ს წევრი

საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი უსაფრთხოების ყველა გარანტიით, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშისმა განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინა პარტნიორების ურყევი მხარდაჭერით თავის მიზნებს მიაღწევს, ხოლო რუსეთმა ვეღარ უნდა შეძლოს ომის დაწყება ევროპელი მეზობლების წინააღმდეგ. 

"საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი უსაფრთხოების ყველა გარანტიით, რაც ამას მოჰყვება. ჩვენი საერთო და ურყევი მხარდაჭერით, უკრაინა თავის მიზნებს მიაღწევს.

როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის განზრახვა, ისინი რუსული ძალები ვერ შეძლებენ მორიგი ომის დაწყებას ევროპელი მეზობლების წინააღმდეგ", - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics