|
2023-03-15 12:07:44, 1420 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში 400 000 ადამიანის გაწვევას გეგმავს
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, პირველი აპრილიდან, საკონტრაქტო სამსახურში 400 000 ადამიანის გაწვევას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია უკვე გაიგზავნა რუსეთის რეგიონებში, გუბერნატორები კი მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებენ. მათივე ინფორმაციით, რიცხვი 400 000 გამომდინარეობს რუსეთის ფედერაციის რეგიონებში გაგზავნილი ბრძანებების ანალიზიდან, რომელშიც მითითებულია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთანაც უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის შესახებ. "თავდაცვის სამინისტროს გეგმების მიხედვით, ჩელიაბინსკის და სვერდლოვსკის რაიონებში 10 000 ადამიანი უნდა შევიდეს სამხედრო სამსახურში, ხოლო პერმის მხარეში 9 000",- წერს მედია. აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს გეგმის მიხედვით, 2023 წლის ბოლომდე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 400 000 ადამიანიდან 521 000-მდე უნდა გაიზარდოს. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)