|
2023-03-15 10:09:24, 1484 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი სიძლიერე ემყარება იმ ფაქტს, რომ უკრაინელები გადამწყვეტ მომენტში მეომრები ხდებიან
ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერე ემყარება იმ ფაქტს, რომ უკრაინელები მეომრები გადამწყვეტ მომენტში ხდებიან,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინამ მსოფლიო მისი გამარჯვებისთვის გააერთიანა. "ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების სიძლიერე ჩვენი ხალხის სიძლიერეშია. უკრაინელების და მთლიანად სახელმწიფოს სიძლიერე ემყარება იმ ფაქტს, რომ უკრაინელები მეომრები ხდებიან გადამწყვეტ მომენტში - ისინი არ კარგავენ ძალას, ისინი იბრძვიან, ისინი არ ეძებენ იმას, რაც მათ არ ეკუთვნით, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმის დასაბრუნებლად, რაც მათია. ჩვენ გავიმარჯვებთ ამ ომში. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ჩვენ ერთმანეთს ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვაძლიერებთ სახელმწიფოს. ჩვენ ვაერთიანებთ მსოფლიოს ჩვენი გამარჯვებისთვის, რომელიც რეალურად შედგება ყველა იმ ადამიანის მოქმედებისგან, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნისთვის და თავიანთი ძმებისთვის, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რათა მტერმა ვერ მიიტაცოს ვერც ჩვენი მიწა და ვერც უკრაინის დიდება. დიდება ყველას, ვინც ახლა იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის! დიდება ყველას, ვინც მხარს უჭერდა უკრაინას!
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)