|
2023-03-14 10:16:52, 1450 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - თავდაცვის ძალებმა გასულ დღე-ღამეში მტრის 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს
გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ცნობით, იერიშის მოგერიება ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარიინსკისა და შახტარის მიმართულებებზე მოხდა. "რუსეთის ფედერაცია იყენებს ტერორის ტაქტიკას, განურჩევლად იჭრება დასახლებულ პუნქტებში, ამავდროულად, უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სტანდარტებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ შორის სუმისა და დონეცკის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. არიან დაღუპულები და დაჭრილები. მტერმა 35 საავიაციო დარტყმა განახორციელა და 76-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. უკრაინის მასშტაბით სარაკეტო საფრთხის დონე მაღალი რჩება", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)