|
2023-02-06 19:01:58, 1331 ნახვა
სამართალი
ხაჭაპურიძე სასამართლოზე - ვართ კი ჰუმანიზმის მატარებელი ერი ? თუ ისევ იქ ვართ, სადაც პირველი პრეზიდენტი, ბატონი გამსახურდია მოვკალით
ბატონო მოსამართლე, თქვენ შეგიძლიათ დღეს თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხი გიორგი არევაძის გადაწყვეტილებასთან არის კავშირში და მის გადაწყვეტილებას მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალს და ელოდება. "ბატონო მოსამართლე, თქვენ შეგიძლიათ დღეს თქვენი გადაწყვეტილებით ითამაშოთ ისტორიული როლი და საფუძველი ჩაუყაროთ დიდ შერიგებას. ეს შანსი თქვენ ხელიდან არ უნდა გაუშვათ. მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენა დღეს თქვენს ხელთაა. მთელი მსოფლიო ყურადღებით ადევნებს თვალყურს რა გადაწყვეტილებას მიიღებთ - ვართ კი ჰუმანიზმის მატარებელი ერი ? თუ ისევ იქ ვართ, სადაც პირველი პრეზიდენტი, ბატონი გამსახურდია მოვკალით", - განაცხადა ხაჭაპურიძემ. შეგახსენებთ, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე ბოლო სასამართლო პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის თქმით, დიდი ალბათობით მოსამართლე გიორგი არევაძე ისტორიულ გადაწყვეტილებას სხდომის დასრულების შემდგომვე გამოაცხადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)