08:59 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-03 23:59:28, 1742 ნახვა

ომი უკრაინაში
კიევის რეგიონში რუსი დამპყრობლების მიერ მოკლული 1369 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს

კიევის რეგიონში რუსი დამპყრობლების მიერ მოკლული 1369 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი უკვე აღმოაჩინეს, - ამის შესახებ კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა, ანდრეი ნებიტოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამჟამად 197 ცხედარი ამოუცნობია, 300 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

მანვე დასძინა, რომ კიევის რეგიონის სამართალდამცველებმა 10 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს რეგიონში, რუსების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. პროცესების უმეტესი ნაწილი კი განსახილველად უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს გადაეცათ.

„ეროვნული პოლიცია აგრძელებს დახმარებას პირველადი დაფიქსირების და ექსპერტიზის საკითხებში“, - განაცხადა ნებიტოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics