|
2023-01-30 13:55:44, 1266 ნახვა
სამართალი
გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო. აღნიშნულით მოსამართლე გიორგი არევაძემ სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სააკაშვილის დაცვის მხარე დასკვნის საქმისთვის დართვის წინააღმდეგი იყო. ამასთან, როგორც არევაძემ სასამართლო პროცესზე განმარტა, იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ექსპერტიზის დაკვეთის უფლებამოსილება კანონიერად ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ შეამოწმა ცენტრ „ემპათიის" დასკვნის სარწმუნოობა და დაასკვნა, რომ „ემპათიის“ დასკვნა არ არის სარწმუნო და უტყუარი“. ამასთან, ცენტრ „ემპათიის"ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ეს დოკუმენტი „ექსპერტიზაზე ზეწოლად და რეპუტაციის შელახვის მცდელობად" შეაფასა. აღსანიშნავია, რომ ცენტრმა „ემპათიამ" 2022 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების დროს „პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)