10:44 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-27 12:35:06, 1579 ნახვა

ომი უკრაინაში
პოლონეთი უკრაინას PT-91 Twardy-ს ტიპის 60 ტანკს გადასცემს

პოლონეთი უკრაინას არა მხოლოდ Leopard 2-ის 14, არამედ  PT-91 Twardy-ს ტიპის 60 ერთეულ ტანკსაც გადასცემს.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე დაწერა.

„პოლონეთი უკრაინაში გამოგზავნის 60 ერთეულ PT-91 Twardy-ს ტანკს, ადრე გამოცხადებულ Leopard 2-ის ტიპის 14 ტანკთან ერთად“, - ამბობს ერმაკი და ქვეყანას აღნიშნული გადაწყვეტილების გამო მადლობას უხდის.

აღსანიშნავია, რომ უკრაინისთვის სამხედრო ტექნიკით დახმარებას აშშ, დიდი ბრიტანეთი და გერმანიაც გეგმავენ. 

საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას დიდი ბრიტანეთი 14 Challenger 2-ის ტანკს, გერმანია Leopard 2-ებს, ხოლო შეერთებული შტატები Abraams-ის 31 ტანკს გადასცემენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics