|
2023-01-26 15:47:10, 1594 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში, 100 ოჯახს ბინა გადაეცემა
ბათუმში 4 სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა. პროექტი დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ და ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ადგილზე დაათვალიერეს. ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში ბინა 100 ოჯახს უახლოეს პერიოდში გადაეცემა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავობა ავრცელებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყობა მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ,,ეფექტური სოციალური პოლიტიკა და მოქალაქეების საცხოვრისით უზრუნველყოფა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აჭარის მთავრობა, მუნიციპალიტეტებთან ერთად განაგრძობს სოციალური პროექტების განხორციელებას. ბათუმში 4 სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა და ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტის ფარგლებში, ბინა 100 ოჯახს გადაეცემა. წელს იქნება მნიშვნელოვანი წელი „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროგრამის მხრივ, 1000-მდე ოჯახისთვის განხორციელდება სახლების მშენებლობა. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრისის პროექტის l ეტაპი 2021 წელს დასრულდა და ბინა 80 ოჯახს გადაეცა. ასევე, აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს პროგრამაზე „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე", რომლის ფარგლებშიც 3000-ზე მეტი ოჯახი შეძლებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას. პროგრამის ფარგლებში, ბათუმში არსებული ყველა ავარიული შენობა ეტაპობრივად თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსით ჩანაცვლდება. 4 წლის განმავლობაში საჭიროების მქონე ოჯახები, ეტაპობრივად უზრუნველყოფილი იქნებიან უსაფრთხო საცხოვრისით.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)