10:44 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 13:03:08, 2071 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინი ჩემთვის არავინ არაა

ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინი ჩემთვის არავინ არაა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ის ადამიანია, რომელიც ერთს ამბობდა და სულ სხვა რამეს აკეთებდა. 

"რუსეთს არ სურს მოლაპარაკებები და ასე იყო შემოჭრამდე. ასე გადაწყვიტა პუტინმა. მას არ სურს მოლაპარაკებები, რადგან არ სურს მშვიდობა.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა მისთვის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ის დიდ ომს აწარმოებს. ხოლო ის, რომ უკრაინას ახლა მთელი მსოფლიოს ეხმარება, ამაზე არ ფიქრობს.  თუ ჩვენ ვერ გავუძლებთ, უკრაინას შემდეგ იქნება სხვა ნაბიჯები, იქნება სხვა ქვეყნები. ვფიქრობ, რომ გავუმკლავდებით, მივიღებთ მხარდაჭერას და გავიმარჯვებთ.

ჩემთვის არაა საინტერესო შეხვედრები, არაა საინტერესო საუბრები. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვქონდა შეხვედრა მასთან ნორმანდიულ ფორმატში. ის ფართომასშტაბიან ომამდე იყო. მე ვხედავდი ადამიანს, რომელიც ერთს ამბობდა და სულ სხვა რამეს აკეთებდა. ვერ ვიგებ - ეს მისი გადაწყვეტილებაა თუ ვინმე სხვის? ამიტომ, შეხვედრები, ხელების ჩამორთმევები? არაა საინტერესო. საუბრები? საერთოდ ვერ ვხვდები ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში. ვინ არის პუტინი ახლა? ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინი ჩემთვის არავინ არაა",- განაცხადა ზელენსკიმ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მსოფლიოში გადაადგილებისთვის საუკეთესო ქვეყნების რეიტინგი შედგა: ევროპა ლიდერობს
იზმირში ხალხს პოლიციამ ოპოზიციის ლიდერის მოსმენის უფლება არ მისცა და წყლის ჭავლით დაშალა
CENTCOM: აშშ-ის საზღვაო ძალებმა ბლოკადის დაწყებიდან, ირანთან დაკავშირებული 108 გემი ჩაკეტეს
გუტერეში: მსოფლიოში დაახლოებით 800 მილიონი ადამიანი კვლავ უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics