|
2023-01-25 16:24:54, 1469 ნახვა
ომი უკრაინაში
სერგეი ჩერევატი - უკრაინელმა სამხედროებმა სოლედარი დატოვეს
უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი, სოლედარი დატოვეს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის აღმოსავლეთ ძალების ჯგუფის სპიკერმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა. მისი თქმით, სამხედროებმა წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გადაინაცვლეს. „პერსონალის სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თავდაცვის ძალები გავიდნენ სოლედარიდან, გამაგრდნენ მომზადებულ თავდაცვით ხაზებზე. მათ შეასრულეს დავალება: არ მისცეს მტერს გაერღვიათ ფრონტის ხაზის დონეცკის მიმართულება",- განაცხადა ჩერევატიმ. ჩერევატის თქმითვე, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ მიმართულებით რუსული ძალები ამოწურა. „ფრონტის ხაზი გაათანაბრა. არ ყოფილა ჩვენი ჯარის დატყვევება. ჩვენ არ შეგვიძლია მივიღოთ ის ფუფუნება, რასაც ჩვენი მტერი იძლევა, უბრალოდ მებრძოლების სასაკლაოზე გადაგდება. ჩვენ ვცდილობთ მანევრირებას, დარტყმას, ტაქტიკის გამოყენებას მცირე ჯგუფები, რათა მტერი მაქსიმალურად დაიღალოს“,- დასძინა ჩერევატიმ. შეგახსენებთ, რომ 13 იანვარს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ სოლედარზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ განაცხადა. აღნიშნული მალევე უარყო უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ და განაცხადა, რომ ბრძოლა სოლედარისთვის გრძელდებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)