|
2023-01-25 09:10:02, 1569 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ტანკებზე ბევრს საუბრობენ, ბევრი დაპირება გვესმის, მაგრამ მნიშვნელოვანი რეალობის დანახვაა
ტანკებზე ახლა ბევრს საუბრობენ, ბევრი სიტყვა და დაპირება გვესმის, მაგრამ მნიშვნელოვანი არის რეალობის დანახვა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, დისკუსია უკრაინის თავდაცვის გაძლიერებით უნდა დასრულდეს. “ახლა, სხვათა შორის, ბევრს საუბრობენ ტანკებზე. თანამედროვე ტანკებზე, რომლებიც ჩვენ გვჭირდება. და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ამ დეფიციტის შევსება. ბევრი ძალისხმევა, სიტყვები, დაპირებები. მაგრამ მნიშვნელოვანია რეალობის დანახვა: ეს არის არა 5, 10 ან 15 ტანკი. საჭიროება ძალიან დიდია. ჩვენ ყოველდღე ვაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა დეფიციტის შესავსებად. და მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც ამაში მხარს გვიჭერს", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის Abrams M1-ის ტიპის ტანკების გადაცემას განიხილავს, რათა გავლენა მოახდინოს გერმანიაზე და ოლაფ შოლცმა, თავის მხრივ, Leopard-ის ტანკები გადასცეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. თუმცა მოგვიანებით, Spiegel-მა დაწერა, რომ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის გერმანული ტანკების მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)