22:25 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 16:56:51, 1466 ნახვა

სამართალი
მოსამართლე მარიამ ჯიშკარიანს - უხეშად მიმართავთ მხარეს - დაგაჯარიმებთ და გაგაძევებთ სხდომათა დარბაზიდან

უხეშად მიმართავთ მხარეს - არ გაპატიებთ, დაგაჯარიმებთ და გაგაძევებთ სხდომათა დარბაზიდან, - ასე მიმართა მოსამართლე გიორგი არევაძემ წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელს, მარიამ ჯიშკარიანს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე, სადაც მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

მოსამართლემ ჯიშკარიანს შენიშვნა მას შემდეგ მისცა, რაც "ემპათიას" ხელმძღვანელმა ბრალდების მხარის წარმომადგენელს არასათანადოდ მიმართა.

"ქ-ნო მარიამ, გაფრთხილებთ, წეღან მგონი კარგად ვერ აგიხსენით და ვერ გაგაგებინეთ, რომ პროცესის ყველა მონაწილის მიმართ უნდა იყოთ კორექტული და პატივისცემით ესაუბრებოდეთ. დაახლოებით, 40 წუთი თქვენს რეგალიებზე გვესაუბრეთ და უხეშად მიმართავთ მხარეს. ამას არ გაპატიებთ, დაგაჯარიმებთ, გამიგეთ? დაგაჯარიმებთ და თუ იქამდე მივიდა ეს საქმე, რომ კიდევ გაგრძელდა, გაგაძევებთ სხდომათა დარბაზიდან. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ როგორც ჩანს, ასე პირდაპირ მომიწევს მითითება, გასაგებია? ასე რომ "კიდევ მიიღებს" და ვინ რას "მიიღებს" - ამ ტერმინებით ნუ საუბრობთ", - მიმართა გიორგი არევაძემ მარიამ ჯიშკარიანს.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობაზე მსჯელობს. პროცესზე დღეს ნობელის პრემიის ლაურეატი ექიმი ჯეიმს კობი დაიკითხა. 

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველის შუამდგომლობას უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics