|
2023-01-16 12:45:40, 948 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ღვინის კომპანია „ენოლოგიამ“ მზის პანელები დაამონტაჟა
„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, ღვინის კომპანია „ენოლოგიამ“, რომელიც გარდაბანში სასაწყობე ფართსა და შოურუმს ფლობს, მზის პანელები, ენერგოკრედიტის გამოყენებით დაამონტაჟა. პროექტის ჯამური ღირებულება 80 000 აშშ დოლარია, ინვესტიცია სრულად ბანკის მიერ დაფინანსდა. „ჩვენ „საქართველოს ბანკთან“ უკვე ოთხი წელია ვთანამშრომლობთ და მათი ფინანსური მხარდაჭერით შევძელით ეკომეგობრული კომპანია გავმხდარიყავით. ამაში ბანკთან ერთად „ჰელიოს ენერგი“ დაგვეხმარა, რომელმაც 110 კვტ. სიმძლავრის მზის სადგურები დაგვიმონტაჟა. მზის პანელების ენერგიის წლიური საშუალო გამომუშავება 150 000 კვტ.სთ-ს შეადგენს. ინვესტიციის უკუგების პერიოდი კი ხუთი წელია. ჩვენთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ მზის სადგურების დამონტაჟებით შევძლებთ გავუფრთხილდეთ გარემოს. ამასთან, საგრძნობლად შევამცირებთ ელექტოენერგიისა და ბიზნესის ხარჯებს“, - განაცხადა კომპანია „ენოლოგიის“ დამფუძნებელმა, დავით მაჭავარიანმა. „საქართველოს ბანკმა“ გარემოზე ზრუნვის, ელექტროენერგიის წყაროს ჩანაცვლებისა და ხარჯის შემცირების მიზნით მზის ელექროსადგურებისთვის ეკომეგობრული პროდუქტი - ენერგოკრედიტი შექმნა. ინიციატივის ფარგლებში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, შეიძინოს და დაამონტაჟოს დანადგარები. შედეგად კი, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყარო მიიღოს. აღნიშნული პროდუქციის უპირატესობა იმაში მდომარეობს, რომ მზის სხივების ელექტროენერგიად გარდაქმნა პროცესებს მაქსიმალურად ეკომეგობრულს ხდის. ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ხარჯების შემცირების პარალელურად კი, მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კვლავ საკუთარ ბიზნესის განვითარებას მოახმაროს“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საშუალო ბიზნესის გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა, გრიგოლ სალიაშვილმა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)