14:29 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 10:54:39, 1539 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს - არიან დაშავებულები

ღამით რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონი დაბომბეს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ალექსანდრ სტარუხი Telegram-ზე ავრცელებს.

სტარუხის თქმით, ოკუპანტებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს, როგორც ზაპოროჟიეზე ასევე, მის გარეუბნებზე.

„მტერმა რაიონულ ცენტრსა და გარეუბნებზე სარაკეტო შეტევა განახორციელა.

განადგურებულია სამოქალაქო, საცხოვრებელი და სამრეწველო ინფრასტრუქტურა. შემოვიდა ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულის შესახებ. ადგილზე მუშაობენ სპეციალური სამსახურები”,- წერს სტარუხი.

ცნობისთვის, 14 იანვარს რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო იერიში განახორციელა.

ამავე დროს, დნეპრში, რუსმა ოკუპანტებმა მაღალსართულიანი კორპუსი დაბომბეს, რომელშიც დაახლოებით 1700 ადამიანი ცხოვრობდა.

დნეპროპეტროვსკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ცნობით, დაბომბვას 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ორი ბავშვია. გადარჩენილია 39 ადამიანი, დაშავებულია 75. დაჭრილებს შორის 14 ბავშვია. კორპუსის 35 მაცხოვრებლის ბედი ამჟამად უცნობია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics