17:13 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 09:43:56, 1622 ნახვა

ომი უკრაინაში
„ვაგნერის“ ხელმძღვანელის თქმით, მისი ჯარები მთლიანად აკონტროლებენ სოლედარს

რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ინფორმაციით, მისმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სოლედარის აღება დაასრულეს. აღნიშნულის შესახებ The Guardian-ი წერს.

Guardian-ის ცნობით, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში ეს მოსკოვის პირველი და მთავარი წარმატებაა ბრძოლის ველზე გასული ზაფხულიდან მოყოლებული.

"ვაგნერის ქვედანაყოფებმა აიღეს სოლედარის მთელი ტერიტორია",- განაცხადა პროგოჟინმა.

მისივე თქმით, უკრაინული ჯარები ქალაქის ცენტრში ალყაში იყვნენ და "მიმდინარეობს ქუჩის ბრძოლები".

ამასთან, როგორც დენის პუშლინმა, რუსის მიერ დანიშნულმა ჩინოვნიკმა აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთის პირველ არხს განუცხადა, სოლედარის ცენტრი უკვე ვაგნერის ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშაა“.

ამასთან, პრიგოჟინმა გამოაქვეყნა საკუთარი ფოტო, სადაც ის მარილის მაღაროში, „ვაგნერის“ მებრძოლებით გარშემორტყმული იმყოფება.

The Guardian-ი წერს, რომ ეს, შესაძლოა, მიზანმიმართული პასუხი იყო აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც ბოლო დღეებში საჯაროდ აცხადებდნენ, რომ პრიგოჟინი დაინტერესებულია მარილისა და თაბაშირის მაღაროების ხელში ჩაგდებით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics