|
2022-12-30 09:09:57, 1546 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ
მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, გააკეთოს ისე, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუსეთი ამ საშინელი ომისთვის აუცილებლად დაისჯება. „ახალ წლამდე რამდენიმე დღე დარჩა, მოსალოდნელია, რომ მტერი კიდევ ერთხელ შეეცდება, გააკეთოს ისე, რომ ახალ წელს სიბნელეში შევხვდეთ. შესაძლოა, ოკუპანტი მორიგ დარტყმებს ამზადებს ჩვენს ქალაქებზე, რომ გვაიძულოს დავიტანჯოთ. მაგრამ რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენ ვიცით ერთი – ჩვენ ამას გავუძლებთ. აუცილებლად. ყველას გავაგდებთ. ეჭვგარეშეა. და ისინი დაისჯებიან ამ საშინელი ომისთვის. მაქსიმალურად დაისჯებიან",- განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმითვე, რუსეთმა არ თქვა უარი შეშლილ მიზანზე, დონეცკის ოლქში ადმინისტრაციულ საზღვრებზე ახალ წლამდე გავიდეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)