|
2022-12-29 19:32:16, 1652 ნახვა
ომი უკრაინაში
კირილენკო - რუსებმა დღეს ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ კონსტანტინოვკაზე
რუსებმა დღეს ოთხი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს ქალაქ კონსტანტინოვკაზე. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო ავრცელებს. მისივე თქმით, სკოლა-ინტერნატში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა თავს აფარებს, ორი რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაჭრილია ერთი ადამიანი,თავდასხმის დროს კი, იქ 42 ადამიანი იმყოფებოდა, გარდა ამისა კიდევ ორი რაკეტა ჩამოვარდა საერთო საცხოვრებლის ეზოში, რის შედეგადაც დაზიანდა შენობის ინფრასტრუქტურა, მაგრამ არავინ დაშავებულა. "სკოლა-ინტერნატში, სადაც ახლა განსახლების ცენტრია განთავსებული, ორი რაკეტა ჩამოვარდა - რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიჭრა. თავდასხმის დროს იქ 42 ადამიანი იმყოფებოდა. კიდევ ორი რაკეტა ყოფილ კინოთეატრთან და საერთო საცხოვრებლის ეზოში ჩამოვარდა - შენობებში მინები დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა." - განაცხადა კირილენკომ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)