|
2022-12-29 17:44:05, 1577 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ დამზადების და შენახვის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. გენერალური პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 27 დეკემბერს, ქ.მარნეულში, ბრალდებულს ოჯახური პრობლემების გამო შეკამათება მოუხდა, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღიდან მამას თავის არეში ჭრილობა მიაყენა, პაპას ზურგის არეში დანა დაარტყა და შემთხვევის ადგილი დატოვა. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად დაზარალებულების გადარჩენა მოხერხდა. "სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19, 109-ე მუხლის „კ" და „ლ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ოჯახის ორი წევრის მიმართ), 236-ე მუხლის მესამე და მეხუთე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, დამზადება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)