|
2022-12-28 23:17:35, 1669 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - თუ ვინმე შეეცდება უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ თამაშს, ჩვენი სახელმწიფო მყისიერად და მკაცრად უპასუხებს
თუ ვინმე შეეცდება უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ თამაშს, ჩვენი სახელმწიფო მყისიერად და მკაცრად უპასუხებს. - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ უმაღლეს რადაში, ყოველწლიური გზავნილით მიმართვისას განაცხადა. უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიევიდან განდევნეს დამპყრობლები და ეს იყო პირველი შემობრუნება. უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს კუნძული ზმეინი და მას შემდეგ ყველა ოკუპანტმა იცის, რა ერთადერთ პასუხს მოისმენს უკრაინელებისგან მის ნებისმიერ ხელყოფის მცდელობისას. დამპყრობლები გაიქცნენ, თუმცა უპირატესობა ჰქონდათ. მაგრამ ჩვენ ფეხქვეშ გვაქვს ჩვენი მიწის სიძლიერის უპირატესობა. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ერთიანობა, მიუხედავად პირადი ემოციებისა და ინტერესებისა. თუ ვინმე შეეცდება უკრაინის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ თამაშს - პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სულიერი - ჩვენი სახელმწიფო მყისიერად და მკაცრად უპასუხებს. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. მაგრამ ჩვენ ასევე უნდა აღვადგინოთ საზოგადოებრივი მთლიანობა. მილიონობით ჩვენი ხალხი არ უნდა იყოს ლტოლვილი. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი დაბრუნება. " - განაცხადა ვოლოდიმერ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)