|
2022-12-26 15:41:09, 1585 ნახვა
ომი უკრაინაში
ერდოღანი - სამწუხაროდ, დასავლეთმა ომში მხოლოდ პროვოკაციული ელემენტები გაააქტიურა და შუამავლად არ მოქმედებდა
სამწუხაროდ, დასავლეთმა ამ ომში მხოლოდ პროვოკაციული ელემენტები გაააქტიურა და არ მოქმედებდა როგორც შუამავალი,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ადგილობრივ მედიასთან განაცხადა. "სამწუხაროდ, დასავლეთმა ამ ომში მხოლოდ პროვოკაციული ელემენტები გაააქტიურა და არ მოქმედებდა, როგორც შუამავალი. რაც შეეხება მედიაციას, ჩვენ, თურქეთმა ეს როლი 2022 წელს ავიღეთ და შავი ზღვის მარცვლეულის დერეფანი გავმართეთ", - განაცხადა ერდოღანმა. მისი თქმით, ევროპამ უკრაინიდან ექსპორტირებული მარცვლეულის დაახლოებით 44% მიიღო, თურქეთიდან - 16%, აფრიკის ქვეყნებიდან - 14%. თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ თურქეთი აპირებს ფქვილის წარმოებას რუსული მარცვლეულისგან, რათა რუსეთთან და გაეროსთან კოორდინაციით გაგზავნოს აფრიკის ქვეყნებში, რომლებსაც ეს სჭირდებათ. "რა თქმა უნდა, ახლა არის სამუშაოს უფრო ინტენსიური ნაწილი - სასუქების საკითხი. კიდევ ერთხელ ვიმედოვნებ, რომ რუსეთთან ერთად ნაბიჯებს გადავდგამთ", - დასძინა მან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)