|
2022-12-26 09:12:11, 1640 ნახვა
ომი უკრაინაში
დღეს უკრაინა გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის საკითხს დააყენებს
უკრაინა გეგმავს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოდან რუსეთის გარიცხვის საკითხი დააყენოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს ამ ორგანიზაციაში ყოფნის უფლება არ აქვს. „ჩვენ ოფიციალურად დავიკავებთ ამ პოზიციას. ჩვენი შეკითხვა ძალიან მარტივია: აქვს თუ არა რუსეთს უფლება დარჩეს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად და იყოს ზოგადად გაეროში? ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი და დასაბუთებული პასუხი - არა, ეს არა“ – თქვა კულებამ. უკრაინის მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინაში დამარცხების შემდეგ რუსეთის მომავლის საკითხი მსოფლიო დიპლომატიაში განხილვისთვის აკრძალული აღარ არის. „ეს საკითხები ჯერ არ განიხილება პრესკონფერენციებზე და სახელმწიფოთა და მთავრობების ლიდერების საჯარო განცხადებებში, მაგრამ უფრო დაბალ დონეზე ადამიანები უკვე სვამენ კითხვას - რა უნდა გახდეს რუსეთი, რომ არ შეუქმნას საფრთხე მშვიდობასა და უსაფრთხოებას. “- განაცხადა კულებამ. რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. ეს აძლევს მას შესაძლებლობას დაბლოკოს ნებისმიერი გადაწყვეტილება ამ სტრუქტურაში. გარდა ამისა, რუსი ე.წ. დიპლომატები ამ პლატფორმას თავიანთი პროპაგანდის გასაძლიერებლად იყენებენ. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული სასტიკი ომის გათვალისწინებით, სექტემბერში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას ჩამოერთვას რუსეთის მუდმივი წევრობა გაეროს უშიშროების საბჭოში. მისი თქმით, სახელმწიფო, რომელიც ამჟამად ახორციელებს გენოციდურ პოლიტიკას, მსოფლიოს ერთი ნაბიჯით აშორებს რადიაციულ კატასტროფას და ამავდროულად ემუქრება ბირთვული დარტყმებით, ვერ დარჩება გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრად, თან ვეტოს უფლებით. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში, ორმა კანონმდებელმა, რომლებიც ხელმძღვანელობენ დამოუკიდებელ სამთავრობო უფლებადამცველ ორგანიზაციას , კონგრესს წარუდგინეს რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაიყვანოს რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოსგან. იმავდროულად, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა ემზადება გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთის ყოფნის უკანონობის დასამტკიცებლად .
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)