|
2022-12-23 21:15:15, 1725 ნახვა
სამართალი
დეგნანი - სასამართლო პროცესი შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს
დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს, - განაცხადა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა. მისივე თქმით, მთავრობის მოვალეობაა, რომ უზრუნველყოს სააკაშვილის სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება, ვინაიდან საუბარია ადამიანის ჯანმრთელობაზე. მან დასძინა, რომ სახალხო დამცველთან ერთად, ბევრმა პირმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება სამედიცინო დახმარება, აქედან გამომდინარე ეს უნდა დადგინდეს სასამართლოს გადაწყვეტილებით და პროცესი უნდა გაგრძელდეს შეუფერხებლად. დიდი ყურადღებით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სასამართლო პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდეს. მთავრობის მოვალეობაა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მიიღოს სათანადო სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარება იმიტომ, რომ ვსაუბრობთ ადამიანის ჯანმრთელობაზე. ბევრმა გააკეთა განცხადება, მათ შორის, სახალხო დამცველმა რომ მას სჭირდება სათანადო და საჭირო სამედიცინო დახმარება და ზუსტად ეს უნდა დადგინდეს სასამართლო პროცესზე და ამიტომ შეუფერხებლად უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი" ამბობს კელი დეგნანი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)