|
2022-12-23 09:07:37, 1915 ნახვა
ომი უკრაინაში
მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა დრამატული თეატრის შენობის დანგრევა დაიწყეს
მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა დრამატული თეატრის შენობის დანგრევა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი, პიოტრ ანდრიუშჩენკო ავრცელებს. ანდრიუშჩენკოს თქმით, ორ დღეში შენობის "ფიზიკური მეხსიერებაც კი არ დარჩება". "მიუხედავად იმისა, რომ მარიუპოლი კულტურულ დეოკუპაციაზე ფიქრობს, მარიუპოლში ოკუპანტებმა დაანგრიეს დრამატული თეატრის ნახევარი. მათ უბრალოდ მიწამდე გაასწორეს შენობა" , - თქვა პიოტრ ანდრიუშჩენკომ. შეგახსენებთ, რომ 16 მარტს მარიუპოლში, დრამატული თეატრის შენობას რუსულმა თვითმფრინავმა ბომბები დაუშინეს, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე იმალებოდა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევების ქვეშ 300-მდე ადამიანი დაიღუპა. 31 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი დამპყრობლები თეატრში დაღუპულთა ცხედრებს ბეტონს ასხამდნენ და მათეთრებლით ცდილობდნენ გვამური სუნის აღმოფხვრას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)