|
2022-12-22 20:11:56, 1890 ნახვა
ომი უკრაინაში
სატელიტური გამოსახულების ანალიზით, AP-მა მარიუპოლში და მის გარშემო 10 300 ახალი საფლავი აღმოაჩინა
გამოცემა Associated Press-მა მარტის დასაწყისიდან დეკემბრის ჩათვლით ჩატარებული სატელიტური გამოსახულების ანალიზით, მარიუპოლსა და მის გარშემო სულ მცირე 10 300 ახალი საფლავი აღმოაჩინა. გამოცემამ შეისწავლა ვიდეო კადრები სასაფლაოს კონკრეტულ მონაკვეთებზე მათი რაოდენობის დასათვლელად, საშუალოდ დაახლოებით ერთი საფლავი ყოველ ექვს კვადრატულ მეტრზე. შემდეგ კი, იგივე მეთოდოლოგია გამოიყენა ორ პატარა ახლომდებარე სასაფლაოზე, სადაც მსგავსი მასობრივი საფლავები იყო გათხრილი. ანალიზმა ვერ დაადგინა, როგორ დაიღუპნენ საფლავებში მაცხოვრებლები, თუმცა ხშირად დასტუსდებოდა, რომ თითო საფლავზე ერთზე მეტი ადამიანის ნეშტი იყო. ბევრ მათგანს ძალადობრივი სიკვდილის აშკარა ნიშანი აღენიშნებოდა, როგორიცაა აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებები, ტყვიით მიყენებული ჭრილობები და თოკით შეკრული ხელები. AP-მა ასევე განიხილა დრონი და ვიდეო კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ რუსები იყენებდნენ მძიმე ტექნიკას გრძელი თხრილების გათხრისთვის. სამმა სასამართლო არქეოლოგმა, რომელიც გამოცდილია მასობრივი საფლავების ომის დანაშაულების გამოძიებაში, თქვა, რომ ანალიზი იყო საფუძვლიანი, დაფუძნებული შეზღუდულ ინფორმაციაზე და საფლავებზე წვდომის ნაკლებობაზე. როლანდ ვესინგი, რომელიც დაეხმარა ბოსნიაში, ხორვატიასა და ერაყში მასობრივი საფლავების გათხრებს, დასძინა, რომ საფლავების რაოდენობა არ ემთხვევა მოკლული უკრაინელების რაოდენობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)