|
2022-12-21 14:55:12, 1349 ნახვა
სამართალი
საგამოძიებო სამსახურმა „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე ამხილა
ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ამხილეს. აღნიშნულ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საქმე ეხება 2022 წლის ნოემბერში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ბრალდებულმა ჟურნალისტს ავტომანქანა განზრახ დააჯახა. "გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 9 ნოემბერს, ქ. თბილისში, ალ. პუშკინის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტი რ.წ. და ამავე ტელეკომპანიის ოპერატორი დ.ქ, რა დროსაც ისინი ცდილობდნენ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ე.კ-ს ჩაწერას. ბრალდებული ე.კ ჩაჯდა მისი მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანაში, დაძრა იგი და განზრახ დააჯახა მის წინ მდგომ ჟურნალისტ რ.წ-ს ფეხების არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა მსუბუქი სახის დაზიანება მიიღო. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე ყველა აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარა და მოიპოვა დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც, 2022 წლის 20 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის მოქალაქის მიმართ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაიწყო", - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)