22:23 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-21 14:17:42, 2341 ნახვა

ომი უკრაინაში
​რეზნიკოვი - ხერსონში რუსული ოკუპაციის მსხვერპლთა კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

ხერსონში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს,- აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ალექსეი რეზნიკოვი Twitter-ზე წერს.

რეზნიკოსვის თქმით, 30 ნოემბერს სოფელ პრავდინოში რუსული ოკუპაციის მსხვერპლთა მასობრივი საფლავები აღმოაჩინეს, სადაც 7 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იყო, მათ შორის მოზარდი გოგონა.

„30 ნოემბერს სოფელ პრავდინოში (ხერსონის ოლქი) აღმოაჩინეს რუსული ოკუპაციის მსხვერპლთა მასობრივი საფლავები, 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის მოზარდი გოგონა. რუსებმა უგულებელყვეს ჟენევის მე-4 კონვენცია, რომელიც კრძალავს ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ისინი უბრალოდ კლავენ“,- წერს რეზნიკოვი.

მისივე თქმით, მხოლოდ დეოკუპირებულ ხარკოვის რეგიონში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მათ შორის ბავშვების ცხედრები აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ 17 ნოემბრის მდგომარეობით, ხერსონის რაიონში სამართალდამცავებმა 63 ნაწამები ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.

ასევე, როგორც ცნობილია, 29 ნოემბერს, G7-ის იუსტიციის მინისტრებმა მიიღეს დეკლარაცია უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების გამოძიების შესახებ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჰაერო თავდაცვის სისტემების დეფიციტის შესახებ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics