|
2022-12-19 22:17:09, 1472 ნახვა
სამართალი
შსს - მოქალაქემ თავი მოიკლა, მას შემდეგ, რაც ერთი პიროვნება მოკლა, მეორე კი დაჭრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში 2022 წლის 18 დეკემბერს დაიწყო გამოძიება თბილისში ამავე დღეს მომხდარ განზრახ მკვლელობის და დაჭრის ფაქტზე, - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენეს 1983 წელს დაბადებულ ლ.ა - ს, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა,ხოლო მუცლის არეში ჭრილობა 1966 წელს დაბადებულ ზ.გ.- ს მიადგა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათივე თქმით, დანაშაულის ჩამდენი პირების ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით ღონისძიებებში ჩაერთნენ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც მიაკვლიეს დამნაშავე გ.ს. - ს კვალს,რომელმაც პოლიციის დანახვისთანავე, ჯერ პოლიციელს მიუშვირა იარაღი, ხოლო შემდგომ თავზე მიიდო და განახორციელა გასროლა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა 18 დეკემბერს თბილისში მომხდარ განზრახ მკვლელობის და დაჭრის ფაქტის დაფარვის ბრალდებით, სსკ-ის 375-ე მუხლით, 1989 წელს დაბადებული გ.გ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს." - ვკითხულობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)