23:11 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 17:11:10, 2096 ნახვა

ომი უკრაინაში
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტზე შეთანხმდა,- აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი Twitter-ზე წერს.

მისი თქმით, ახალი პაკეტი ითვალისწინებს სანქციებს თითქმის 200 ადამიანისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმაში და ბავშვების გატაცებაში.

„სანქიცები ფოკუსირებულია ტექნოლოგიაზე, ფინანსებსა და მედიაზე, რათა კიდევ უფრო შეარყიოს რუსული ეკონომიკა და „სამხედრო მანქანა“. ახალი პაკეტი ითვალისწინებს სანქციებს თითქმის 200 ადამიანისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმაში და ბავშვების გატაცებაში",- წერს ლაიენი.

ამასთან, როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, სანქციების სიაში შეტანილია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებული 168 რუსული კომპანია.

ევროკავშირმა ასევე გააფართოვა საინვესტიციო აკრძალვები რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკისა და სამთო სექტორების მიმართ, ასევე რეკლამა, ბაზრის კვლევა და საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა რუსული ბიზნესისთვის.

სანქციები ასევე ვრცელდება ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიის ექსპორტზე, რაც ართულებს იარაღის წარმოებას ან შეკეთებას. ეს ეხება:

  • ქიმიკატები;
  • IT აღჭურვილობა;
  • დრონები/დრონის ძრავები;
  • ელექტრონიკა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
ალიანსი: გორში მომხდარი ქართული ოცნების ძალადობრივი სისტემის მორიგი სასტიკი დანაშაულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics