|
2022-12-12 13:01:33, 1796 ნახვა
ეკონომიკა
კომპანია „სტეპმა“ „თიბისის“ მხარდაჭერით საოჯახო სასტუმრო „გენერალი“ შეისყიდა
საოჯახო სასტუმრო „გენერალი“, რომელიც კომპანია „სტეპმა“ ბათუმში 2022 წელს, „თიბისის“ მხარდაჭერით შეისყიდა, ის ადგილია, სადაც ზღვაზე ჩამოსული ოჯახები სიამოვნებით ისვენებენ. საგანგებოდ მოწყობილი, ტექნიკურად აღჭურვილი ლუქს-ნომრები ოჯახების სრულ კომფორტსა და კმაყოფილებაზეა გათვლილი. სწორედ მშობლებისა და ბავშვების სურვილებისა და საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება იყო მისი დამფუძნებლებლის, ირაკლი ხახვას მიზანი, როცა მან ახლადშეძენილ სასტუმროში რეორგანიზება დაიწყო. დასახული გეგმის განხორციელებას საგანგებოდ შერჩეულმა, გამოცდილმა გუნდმა თავი კარგად გაართვა და სულ რამდენიმე თვეში სასტუმროს უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი შესძინა. „თიბისისთან“ ურთიერთობა ჩვენმა გუნდმა 2018 წელს დაიწყო. მაშინ ჩვენი პროექტი სხვა სასტუმროს ეხებოდა. ეს თანამშრომლობა იმდენად ნაყოფიერი აღმოჩნდა, რომ გადავწყვიტეთ, ახალი სასტუმროს შესაძენადაც „თიბისისთვის“ მიგვემართა. „თიბისისვე“ უკავშირდება ჩვენი სამომავლო გეგმებიც,“ - ამბობს კომპანია „სტეპის“ დამფუძნებელი და სასტუმრო „გენერლის“ დირექტორი, აკაკი ხახვა. საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახებზე გათვლილი, 4 ვარსკვლავიანი, 18 ნომრიანი სასტუმრო „გენერალი“ სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს. ბათუმის ისტორიულ უბანში, ზღვის პირველ ზოლში მდებარე ეს კომფორტული სასტუმრო განსაკუთრებით კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალით და ხელმისაწვდომი ფასებითაც გამოირჩევა, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სტუმრებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვისაც. სასტუმრო „გენერლის“ ნომრებზე მოთხოვნა ისეთი სისწრაფით იზრდება, რომ დამფუძნებლები ახლო მომავალში სასტუმროს გაფართოებას და დამატებითი სივრცეების შექმნის გეგმაზე უკვე მუშაობენ.
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აფართოებს რუსეთსა და ცხინვალს შორის ინტეგრაციას
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)