|
2022-12-12 11:09:59, 2042 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას
ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბელარუსი უკრაინაში შეიჭრას. მაშინაც კი, თუ ეს მოხდება, ბელარუსის არმია ვერ მიაღწევს მნიშვნელოვან ოპერაციულ წარმატებას,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. ანალიტიკოსების თქმით, უკრაინაში შეჭრამ შეიძლება შეასუსტოს ქვეყნის არაღიარებული პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი. „ლუკაშენკო 2020 და 2021 წლებში მისი მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ჩასახშობად ბელარუსის სამხედრო დანაყოფებსა და უშიშროების სამსახურს დაეყრდნო. უსაფრთხოების ამ აპარატის დიდი ნაწილის გამოყენება უკრაინის ომში, სავარაუდოდ, ლუკაშენკოს ღიას დატოვებს ახალი არეულობისა და წინააღმდეგობისთვის. ლუკაშენკო ასევე მიხვდება, რომ უკრაინაში შეჭრა ძირს უთხრის მის, როგორც სუვერენული ქვეყნის ლიდერის ავტორიტეტს, რადგან აშკარაა, რომ რუსეთის მცდელობები ბელარუსზე სრული კონტროლის დასამყარებლად წარმატებული იყო“, - ნათქვამია ანგარიშში. ამერიკელი ანალიტიკოსები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ბელარუსის ომში მონაწილეობა „უარეს შემთხვევაში, აიძულებს უკრაინას დროებით "გადაისროლოს"ძალები და აღჭურვილობა ფრონტის ხაზიდან“. „იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლუკაშენკო გაგზავნის თავისი ძალების მნიშვნელოვან რაოდენობას უკრაინაზე თავდასხმისთვის, ბელარუსის შეიარაღებული ძალები მაინც დარჩება მცირე ძალად, რომელიც ვერ შეძლებს რაიმე მნიშვნელოვან ოპერაციულ წარმატებას მიაღწიოს“,- აცხადებენ ISW-ში. ანალიტიკოსების თქმითვე, ბელარუსი გააგრძელებს რუსეთის დახმარებას უკრაინის წინააღმდეგ ომში, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ლუკაშენკომ გააგზავნოს თავის არმია საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად. შეგახსენებთ, რომ 10 ოქტომბერს ბელარუსის არაღიარებულმა პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის ჯარების გაერთიანებული ჯგუფის განლაგების შესახებ. მოგვიანებით, ოქტომბერში, რუსი წვევამდელები ბელარუსის ტერიტორიაზე შეიყვანეს. დეკემბრის დასაწყისში, გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქალაქ მოზირში, გომელში და მოგილევში გაიზარდა რუსეთის ფედერაციის მობილიზებული სამხედროების რაოდენობა. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ბელარუსიდან უკრაინაზე თავდასხმა არ მოხდება. მას მიაჩნია, რომ შეტევის შესახებ ინფორმაცია პანიკის შესაქმნელად ვრცელდება.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)