00:43 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-10 17:24:29, 3489 ნახვა

ომი უკრაინაში
პოდოლიაკი - რუსეთი ირანს სამხედრო ტექნოლოგიებით ახლო აღმოსავლეთში აფეთქებებისთვის ეხმარება

რუსეთი ირანს სამხედრო ტექნოლოგიებით ახლო აღმოსავლეთში აფეთქებებისთვის ეხმარება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ირანი გეგმავს რუსეთის ფედერაციას მიაწოდოს ბალისტიკური რაკეტები და იცის, რომ ისინი ამას ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ

"ბოროტების ღერძი ჩამოყალიბებულია. ირანი გეგმავს რუსეთის ფედერაციას მიაწოდოს ბალისტიკური რაკეტები, მან იცის, რომ ისინი ამას ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ. რუსეთის ფედერაცია ირანს სამხედრო ტექნოლოგიებით ახლო აღმოსავლეთში აფეთქებებისთვის ეხმარება. ეს უკვე არა უკრაინის, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია. უბრალოდ ყურებას ვაპირებთ?",- წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, რომ მანამდე თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სამხედრო სფეროში მჭიდრო პარტნიორობად იქცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics