|
2022-12-06 17:40:47, 1459 ნახვა
სამართალი
გიორგი გაბიტაშვილი - ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ მნიშვნელოვანი ღონისძიებები პერმანენტულად ხორციელდება
საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა, საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ განხილული საქმეების და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, უწყების თანამშრომლების პროფესიული განვითარების და ინსტიტუტის გამართულად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიებები პერმანენტულად ხორციელდება. „საქართველოს პროკურატურაში, მიმდინარე წლის 27 მაისს შეიქმნა საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, რომეიც გააგრძელებს მსაჯულთა სასამართლო პროცესებზე სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას, ამავე დროს მოამზადებს რეკომენდაციებს საქმის წარმოების პროცესში გამოვლენილი სხვადასხვა ხარვეზების აღმოფხვრის, სასამართლო განხილვის დაჩქარების და გამარტივების მიზნით." - განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ. მან ასევე აღნიშნა, რომ დეპარტამენტი ორიენტირებული იქნება პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით მსაჯულთა განსახილველი საქმეების მონიტორინგს, რაც მაქსიმალურად დააზღვევს პროცესს ხარვეზებისა და ნაკლოვანებებისაგან. როგორც ანგარიშის წარდგენისას გენერალური პროკურორის მოადგილემ განაცხადა, დეპარტამენტის ამოქმედებიდან, პროკურორებმა შეისწავლეს და წერილობითი რეკომენდაცია გასცეს 33 სისხლის სამართლის საქმეზე. აღსანიშნავია რომ რეკომენდაციები ძირითადად შეეხო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 109-ე მუხლებით დაკვალიფიცირებულ საქმეებს. "აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით 2011 წლიდან დღემდე სულ გაიმართა 73 სისხლის სამართლის საქმის პროცესი, რომელთაგან 54 საქმე დაკვალიფიცირებული იყო განზრახ მკვლელობით ან/და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობით, 8 საქმე შეეხებოდა სამოხელეო და ფინანსურ დანაშაულებს, 3 საქმე შეეხებოდა ოჯახში მომხდარ ძალადობას, ასევე 3 საქმე თავისუფლების უკანონო აღკვეთას, 4 - საქმე არაადამიანურ მოპყრობას და 1 საქმე- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა." - აღნიშნა გიორგი გაბიტაშვილმა და დეტალურად მიმოიხილა სასამართლო განაჩენების სტატისტიკური მონაცემები ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილულ სისხლის სამართლის საქმეებზე. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ განაცხადა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის ცნობადობის გაზრდის და საზოგადოების სკეპტიკურად განწყობილი ნაწილის დამოკიდებულებების შეცვლის მიზნით საქართველოს პროკურატურა პერიოდულად მართავს საინფორმაციო კამპანიებს და შეხვედრებს მოქალაქეთა სხვადასხვა სეგმენტთან, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს საგანგებო შეხვედრაზე საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)