|
2022-12-06 14:39:12, 1689 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ე.წ. PET კვლევის დაფინანსებას ზრდის
2023 წლიდან აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პოზიტრონ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის დაფინანსებას 90-100 % - მდე გაზრდის. ასევე კვლევა დაუფინანსდება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა პაციენტს. საქართველოში PET კვლევის დაფინანსება პირველად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 4 წლის წინ დაიწყო. დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფით განსაზღვრული პროპორციების დაცვით. PET-CT (Discovery 710) პოზიტრონულ - ემისიური ტომოგრაფიული კვლევის ჩატარება პაციენტებს უკვე აჭარაშიც შეუძლიათ. ახალი სამედიცინო სერვისი ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკაში ამოქმედდა. ახალ სერვისს ადგილზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, მარი ზანაქიძე გაეცნო. ,,უპირველესად, სამინისტროს სახელით, მადლობას ვუხდი ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკას ამ უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობისთვის. ერთის მხრივ კვლევა წარმოადგენს ოქროს სტანდარტს ონკოლოგიური პათოლოგიის დიაგნოსტიკაში, მეორე მხრივ სერვისის მიღება უკვე ხელმისაწვდომია ადგილობრივი მოსახლეობისათვის.მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ამბულატორიული, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევებისა და მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო მომსახურების პროგრამების ფარგლებში, აღნიშნულ კვლევას 2018 წლიდან აფინანსებს, დღემდე ჩვენს ბენეფიციარებს სერვისის მისაღებად დედაქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მომავალი წლიდან სამინისტრო გაზრდის როგორც ბენეფიციართა რაოდენობას, ისე დაფინანსების მოცულობას“ - აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ. ე.წ. PET კვლევის დაფინანსებით 2018 წლიდან დღემდე ჯამში 270 მოქალაქემ ისარგებლა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 561 210 ლარი გამოიყო.
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)