|
2022-11-30 13:44:46, 2348 ნახვა
ომი უკრაინაში
ლაიენი - რუსეთმა უკრაინას ზარალი უნდა აუნაზღაუროს, ჩვენ გვაქვს საშუალებები, რომ გადახდა ვაიძულოთ
ევროკომისიის შეფასებით, რუსეთის აგრესიის შედეგად, უკრაინას 600 მილიარდი ევროს ოდენობის ზარალი მიადგა. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. ლაიენმის თქმით, რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უკრაინას ზარალი უნდა აუნაზღაურონ და დაფარონ ქვეყნის აღდგენის ხარჯები. „რუსეთმა ფინანსურად უნდა გადაიხადოს იმ განადგურებისთვის, რომელიც მან გამოიწვია. უკრაინისთვის მიყენებული ზარალი ფასდება 600 მილიარდი ევროთი. რუსეთმა და მისმა ოლიგარქებმა უნდა აუნაზღაურონ უკრაინას ზარალი და დაფარონ ქვეყნის აღდგენის ხარჯები. ჩვენ გვაქვს საშუალებები, რათა ვაიძულოთ რუსეთს გადახდა. ჩვენ რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებიდან 300 მილიარდი ევრო გვაქვს დაბლოკილი, ასევე გვაქვს გაყინული 19 მილიარდი ევროს ოდენობის რუსი ოლიგარქების ფული. მოკლე ვადაში, ჩვენ პარტნიორებთან ერთად შეგვიძლია შევქმნათ სტრუქტურა, ამ თანხის მართვისთვის და ინვესტიციისთვის, შემდგომ შემოსავალს ჩვენ უკრაინისთვის გამოვიყენებთ. როდესაც სანქციები მოიხსნება, ეს თანხები უნდა იქნას გამოყენებული იმგვარად, რომ რუსეთმა გადაიხადოს სრული კომპენსაცია უკრაინისთვის მიყენებული ზარალისთვის. ჩვენ ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან საერთაშორისო შეთანხმებაზე, რათა ეს შესაძლებელი გავხადოთ. რუსეთის საშინელი დანაშაულები დაუსჯელი არ დარჩება“,- განაცხადა ლაიენმა. მისივე თქმით, ევროკავშირი ასევე იმუშავებს ჰააგის სასამართლოსთან რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნისთვის. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა აგრესიაზე პასუხი უნდა აგოს, რისთვისაც სპეციალური ტრიბუნალია საჭირო. ამასთან, სექტემბერში შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც რუსეთის დანაშაულებებისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის საკითხს განიხილავს. ოქტომბრის დასაწყისში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში საჯარო დებატების "ომი და კანონი" მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნა, რათა რუსეთის ხელმძღვანელობა ომის გაჩაღებისთვის დაისაჯოს. 21 ნოემბერს ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორისტულ ქვეყნად აღიარა. დელეგატებმა ასევე მოითხოვეს რუსეთის ფედერაციის დანაშაულებებისთვის სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)