02:10 - 27 May, 2026
|
2022-11-28 12:16:04, 1380 ნახვა
სამართალი
ზუგდიდში მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა - დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი
ზუგდიდში, კრასნოდარის ქუჩაზე მეზობლებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა. "მთავარი არხის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 75 წლის მამაკაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა, რის შემდეგაც ბენზინი თვითონაც გადაისხა. შემთხვევის შედეგად, 75 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. რაც შეეხება ინციდენტში მონაწილე მეორე პირს, ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა. დამწვრობის გამო, კლინიკაში მკურნალობს გარდაცვლილი მამაკაცის ძმაც, რომელიც მეზობლების გაშველებას ცდილობდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)