03:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 17:37:17, 865 ნახვა

ომი უკრაინაში
უნგრეთი უკრაინას 187 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გაუწევს

უნგრეთი უკრაინას 187 მილიონი ევროს (195 მილიონი აშშ დოლარის) ფინანსურ დახმარებას გაუწევს. - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს პრემიერ მინისტრის ვიქტორ ორბანის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად იყო გადაეხადა უკრაინის მხარდაჭერის წილი, მაგრამ ურჩევნია ის გადაიხადოს ორმხრივად, ვიდრე ევროკავშირის ერთობლივი სესხით.

"ოთხშაბათს გვიან გამოქვეყნებული მთავრობის დადგენილების თანახმად უნგრეთი უკრაინას ფინანსურ დახმარებას გაუწევს, როგორც ევროკავშირის მიერ 2023 წელს უკრაინისთვის გამოყოფილი 18-მილიარდ ევროიანი გეგმის შემადგენელ ნაწილად უნგრეთი 187 მილიონ ევროს გამოყოფს". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics