03:52 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-24 09:35:49, 1475 ნახვა

ომი უკრაინაში
ჩინეთი რუსეთსა და უკრაინას მოუწოდებს, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს

ჩინეთი უკრაინასა და რუსეთს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაიწყონ სამშვიდობო მოლაპარაკებები, რათა თავიდან აიცილონ ომის ესკალაცია და ბირთვული კრიზისი.

როგორც გაეროში ჩინეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, გენგ შუანგიმ უშიშროების საბჭოს სხდომაზე აღნიშნა, საერთაშორისო თანამეგობრობამ ამაში თავისი წვლილი უნდა შეიტანოს.

 "დიალოგი და მოლაპარაკება არის ერთადერთი გზა. მხარეებმა უნდა დაიწყონ პირდაპირი ურთიერთქმედება, დაუბრუნდნენ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს რაც შეიძლება მალე. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება, რათა მათმა ქმედებებმა არ გააძლიეროს დაპირისპირება და ასევე, თავიდან აიცილონ ეს დაპირისპირება“, - განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა.

5 ნოემბერს ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა დაადასტურა პეკინის პოზიცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია. გარდა ამისა, კვლავ არ დაგმო რუსეთის სამხედრო შეჭრა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რიგგარეშე სესიაზე  მიიღო რეზოლუცია , რომელიც მოუწოდებს რუსეთს აანაზღაუროს სრულმასშტაბიანი აგრესიით მიყენებული ზიანი. ჩინეთი იყო 14 ქვეყანას შორის, რუსეთთან ერთად, რომლებმაც მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics