06:08 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-19 16:31:32, 1622 ნახვა

ომი უკრაინაში
პენტაგონი - რუსეთი სარაკეტო თავდასხმების გაძლიერებით უკრაინის მარაგების ამოწურვას ცდილობს

რუსეთი სარაკეტო თავდასხმების გაძლიერებით უკრაინის მარაგების ამოწურვას ცდილობს. - ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივნის მრჩეველმა პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალმა განაცხადა.

მისივე თქმით, მარაგების ამოწურვის შემთხვევაში, მოსკოვი იმედოვნებს, რომ უკრაინაში საჰაერო დომინირებას შეძლებს.

"ჩვენ ვიცით, თუ რა არის რუსეთისთვის გამარჯვების გზა და მზად ვართ, დავრწმუნდეთ, რომ მათი თეორია არ იმუშავებს. უკრაინელები მიიღებენ იმას, რაც მათ საჰაერო თავდაცვისთვის სჭირდებათ". - ნათქვამია განცხადებაში.

10 ოქტომბრიდან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო რეგულარულად ახორციელებს სარაკეტო თავდასხმებს უკრაინაში სამხედრო და ენერგეტიკულ ობიექტებზე და ამას უწოდებს პასუხს 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე.

როგორც უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, 15 ნოემბერს რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მასიური დარტყმა მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორს. უკრაინაში დაბომბვის ფონზე მოძრავი ჩაქრობა მიმდინარეობს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინის ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის და სითბოს ნაკლებობა უწოდა კიევის ხელისუფლების ქმედებების შედეგი, მათ შორის მოლაპარაკებებზე უარს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics