|
2022-11-18 13:37:31, 1539 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით, “ნიუ ჯეო როუდმა” მარნეულში ასფალტის საწარმო გახსნა
მარნეულის მუნიციპალიტეტში უკვე ექვსი თვეა, გაიხსნა ასფალტის საწარმო, რომელშიც 40-მდე ადამიანია დასაქმებული. ასფალტის საწარმო „თიბისის“ მხარდაჭერით აშენდა და მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურება კომპანიებს, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ. “კომპანია ნიუ ჯეო როუდი ექვსი თვის წინ დავაფუძნეთ და გავხსენით ასფალტის საწარმო, რომელიც უკვე წარმატებით ფუნქციონირებს. კომპანიის დამფუძნებლებს ამ სფეროში ათეულობით წლის გამოცდილება გვაქვს და აქამდეც შევქმენით არაერთი ქარხანა, რომელიც ასფალტის წარმოებაზეა ორიენტირებული”, - ამბობს გიორგი კუხალაშვილი, „ნიუ ჯეო როუდის“ დამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროექტი, „თიბისისთან“ ერთად, სააგენტო “აწარმოე საქართველოში” თანამონაწილეობით შესრულდა. როგორც გიორგი კუხალაშვილი ამბობს, მათი პროდუქციის მომხმარებლები არიან კერძო კომპანიები, რომლებიც საავტომობილო გზების მშენებლობაში არიან ჩართული. აღსანიშნავია, რომ კომპანიის მიერ წარმოებული ასფალტი გამოყენებულია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მთლიანად, სამხრეთ კავკასიაში ქვეყნებს შორის დამაკავშირებელი მაგისტრალების მშენებლობაში. “ჩვენ ანალოგიური საწარმოები სხვადასხვა რეგიონში გვაქვს, მთელი საქართველოს მასშტაბით და სამომავლოდაც აუცილებლად ვაპირებთ გაფართოებას”, - აღნიშნავს გიორგი კუხალაშვილი. მისი თქმით, კომპანია აქტიურად მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ პროექტებსა და ტენდერებში და სურთ, ხელი შეუწყონ ხარისხიანი ინფრასტრუქტურის მოწყობას მთელ ქვეყანაში. “ჩვენი მოტივაციაა, კარგი ხარისხიანი და ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი ინფრასტრუქტურა იყოს ქვეყანაში და მოხარული ვარ, რომ ახალი საწარმოს დახმარებით შეგვიძლია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ან საქმეში,“ - ამბობს გიორგი კუხალაშვილი.
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
ლელო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგატებთან შეხვედრის შესახებ: „ჩვენი პოზიციები ძირითადად ემთხვევა“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)