06:51 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-15 09:43:29, 1563 ნახვა

ომი უკრაინაში
„ახლა არის დრო, რომ რუსეთის დესტრუქციული ომი შეჩერდეს“ - ზელენსკი G20-ის სამიტზე სიტყვით გამოვიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და რუსეთს "დესტრუქციული ომის" დასრულებისკენ მოუწოდა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ზელენსკის კომენტარის გაკეთებას ესწრებოდა. 

ზელენსკიმ შეკრებილ ლიდერებს განუცხადა, რომ "ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დესტრუქციული ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს. ეს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს".

მან მიმართა ისეთ ლიდერებს, როგორიც არის აშშ-ის პრეზიდენტი ბაიდენი და ჩინეთის ლიდერი სი - და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების საბაბი არ აქვს. 

„ატომური შანტაჟისთვის არანაირი საბაბი არ შეიძლება იყოს“, - დასძინა მან და მადლობა გადაუხადა „G19“-ს , რუსეთის გამოკლებით. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი გაიხსნა. სამიტზე განსახილველი მთავარი საკითხები უკრაინის ომი და ინფლაცია იქნება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Hudson Institute-ის პრეზიდენტი კობახიძეს: თქვენ ქართული ოცნება კი არა, მისი დამანგრეველი ხართ
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics